,,როცა ეს ხალხი გიყურებთ, მათ იციან, რომ ეს თქვენი ბრალიცაა”-კანდელაკი კვირიკაშვილს

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყანა ნორმალურ განვითარებას, მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში შეძლებს.

“მესმის,რომ თქვენი სურვილია თქვენს წინამორბედზე უფრო ცვილიურად გამოჩნდეთ, ეს მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. ეს შეუსრულებელ დაპირებებს ვერ უშველის.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენებს, მე არ ვსაუბრობდი “ქართუ ბანკის” ბუღალტერიის თქვენეულ ვერსიაზე. ამ ბანკის მოგების გაზრდა მე მხოლოდ საილუსტრაციოდ მოვიყვანე, იმის მაგალითად, რომ ივანიშვილის გავლენები იზრდება. თუმცა, შემიძლია სხვა მაგალითებიც მოვიყვანო. იგივე ბათუმის მცირე პორტი, სადაც ივანიშვილის ინტერესებს მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი წარმოადგენს, მანგანუმის მოპოვება და ექსპორტი. აქაც მამაცაშვილია ჩართული. ის ჩართულია რკინიგზაშიც და ამას თვითონ ივანიშვილიც ადასტურებდა.

თქვენ დაგავიწყდათ აღგენიშნათ, როცა ქართუ ბანკის მოგებაზე საუბრობდით, რომ რატომღაც ერთდროულად უამრავმა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებმა ანგარიშები გადაიტანეს.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 350 ათას ადამიანს აქვს დოლარში კრედიტი, რისი გადახდაც უჭირთ. როცა ეს ხალხი გიყურებთ, მათ იციან, რომ ეს თქვენი ბრალიცაა, რადგან 3 წლის განმავლობაში სწორედ ამ მთავრობის წევრი იყავით.

ჩვენ დავყბრუნებთ ქვეყანას ნორმალურ განვითარებას, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ეს ახალი მთავრობის პირობებში მოხდება, ყოველგვარი შურისძიებების გარეშე”-განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული
შემდეგი სტატია,,არც თქვენ იცოდით, რომ პრემიერი გახდებოდით, შესაბამისად ვერც კადრებს ვერ შეარჩევდით”