ხათუნა გოგორიშვილი: მაინტერესებს, რატომ არ იზრდება პენსია 1 იანვრიდან და 50 ლარით

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პენსიების მომატების შესახებ კითხვა დაუსვა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ იზრდება პენსია 1 იანვრიდან.

გოგორიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იზრდება პენსია 2016 წლის 1 იანვირდან 50 ლარით.

“რატომ არ ზრდის დღევანდელი მთავრობა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიას 50 ლარით. რა უშლის ამას ხელს? მაშინ, როდესაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო საუბარი ამ თემაზე, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსურად შეუძლებელი იყო ერთი ლარითაც კი გაზრდილიყო პენსია. პენსიების გაზრდა მთავრობის სხდომამდე სამი წუთით ადრე კატეგორიულად უარყო ჯანდაცვის მინისტრმა, მაგრამ შემდეგ მოხერხდა, რომ 20 ლარით ზრდით. მაინტერესებს რატომ არ იზრდება პენსია 1 იანვრიდან და 50 ლარით”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს