გურჯაანში 40 წლის კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა, შემდეგ კი 5 ლარი აჩუქა

შემზარავი ფაქტი სამტრედიაში

საზარელი ფაქტი მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში.  “ნიუპოსტის” ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა. მათივე ცნობით, მამაკაცმა სქესობრივი აქტის შემდეგ ბიჭუნას 5 ლარი მისცა.

ადგილობრივთა განცხადებით, ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მკურნალობდა.

თანასოფლელების თქმით, ეჭვმიტანილი ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.

 

წყარო: www.newposts.ge

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პოზიცია საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: რამოდენიმე მიმართულებაზე კოალიციის წინასაარჩევნო დაპირება შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს