14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის კახი კახიშვილის ინფორმაციით, 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება.

ამის შესახებ კახიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

„საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. კონკრეტულად ერთი დღე ბიოლოგიურად არაფერს ცვლის ადამიანების ცხოვრებაში. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში 1 დღე და შემდეგ უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში. ეს, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას. ამიტომ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადმიანებს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის საკითხებში”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს“
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: ჩვენი გეზი შეუქცევადია, ეს არის დასავლური სტანდარტები