ლუბლიანას ქუჩაზე ავარიის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილის დაჯახების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა, დაახლოებით, 13 წლის იყო. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპოლიციას ხელთ ჩაუვარდა შესაძლო ტერაქტების განხორციელების გეგმა
შემდეგი სტატია,,ალისა და ნინოს” პრემიერა ამერიკულ სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართება