თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორის” წევრები დავით ნარმანიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამ წუთებში კი საკრებულოში თბილისის მერი საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს წარუდგნეს.
აქციის მონაწილეები, რომლებიც საკრებულოს შენობასთან არიან შეკრებილნი აცხადებენ, რომ ნარმანია “ბიუჯეტის ქურდია” და მან თანამდებობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს. ისინი თბილისის მერს არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.