ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული რომან რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდაშსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული რომან რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ტაქსის მძღოლს, 1951 წელს დაბადებულ სოსო ე-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად სოსო ე. ადგილზევე გარდაიცვალა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაოზურგეთში მეოთხეკლასელი ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს