ექსკლუზივი- ზუგდიდში 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობის ახალი დეტალები

ქალაქ ზუგდიდში 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დაკავებულია ახალგზრდა მამაკაცი, რომელსაც 60 წლის ტაქსის მძღოლის სოსო ეხვაიას მკვლელობაში ედება ბრალი. “თაიმერის” ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა და მისი მოტივი ტაქსის მძღოლის მიერ რამდენიმე ხნის წინ ჩადენილი გაუპატიურებაა. როგორც ამბობენ, მკვლელი ტაქსის მძღოლის მსხვერპლის ძმა არის.

დღეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმე გახსნილია და დამნაშავე დაკავებულია, თუმცა, საქმის სხვა დეტალები პრესსამსახურს არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ 60 წლის ტაქსის მძღოლის სოსო ეხვაიას ცხედარი ახლობლებმა 24 საათიანი ძებნის შემდეგ ეკალ-ბარდებში იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი შესაძლებელია” – ნუკრი ქანათარია დავით ნარმანიას მოსალოდნელ გადადგომაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკომპანია „იფქლმა“ მზრუნველობამოკლებული მოხუცების დახმარების მიზნით „კათარზისი“ ერთი დღით დააფინანსა