ლევან მურუსიძის არჩევას ეკა გიგაური ეხმიანება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს: "ნამდვილად არ ვიცი ფეხბურთის ფედერაციის პრობლემატიკა და არც უწინ და არც ახლა, როგორც გარედან მაყურებელი უბრალოდ ვხედავ, რომ ქართული ფეხბურთი დღეს კრიზისს განიცდის თამაშების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ. მაგრამ ის რაც დღეს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით ხდება სირცხვილთან ერთად სავარაუდოდ კონკრეტული პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს, რომლებმაც ყველაფერთან ერთად ისიც უზრუნველყვეს, რომ ხალხი ამ არჩევნებს არასამართლიანად აღიქვამს თუ გაიმარჯვა კობიაშვილმა. და არველაძის გამარჯვება კი გმირობის ტოლფასად ჩაითვლება. რაც პრინციპში ასეც გმოვა. ახლა ერთი კითხვაც ჩნდება: პოლიციის, პროკურატურის, მედიის, სასამართლოს, სპორტის და ა.შ. პოლიტიზირება რომელ ხელისუფლებას გამოადგა ამ ქვეყანაში? რა ვიცი წინას არ გამოსდგომია და არც იმის წინას და ამას ვითომ გამოადგება თუ ასე გააგრძელებს ? ნუ დრო გვანახებს" - წერს ეკა გიგაური.“დღევანდელი გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და რაც ყველაზე მთავარია, კოალიცია ქართული ოცნების მიერ არჩეულმა არამოსამართლების წევრების უმეტესობამ (4-დან სამმა) დაადასტურეს, რომ ის რაც ხდებოდა გასული წლების განმავლობაში სასამართლოს სიტემაში არ იყო პრობლემა. და მეტიც, ასეთი რამ სისტემაში უნდა გაგრძელდეს. მადლობთ ბატონებო და ქალბატონებო ასეთი მკაფიო და პირდაპირი პოზიციისთვის. ახლა ხომ ნამდვილად ვიცით ვის რა სურვილი აქვს და რა პოზიცია გააჩნია”-ასე ეხმაურება  ლევან მურუსიძის არჩევას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ლევან მურუსიძის კანიდატურას 10 ხმით დაუჭირეს მხარი და აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მოქმედი კანონმდებლობა მურუსიძეს შანსს აძლევს, რომ სააპლეციო სასამართლოს მოსამართლედ ხელთავიდან დანიშვნის შემდეგ უვადოდ გამწესდეს მოსამართლედ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: კვირიკაშვილს ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან კონსულტაციები აუცილებლად უნდა ჰქონდეს
შემდეგი სტატია“არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ”