,,დაეშ-მა,, საკუთარი 50 მეომარი დახოცა…

ერაყის სამთავრობო ჯარსა და ,,ისლამური სახელმწიფოს,, (,,დაეში,,) მეომრებს შორის მიმდინარე გააფრთებული ბრძოლების დროს, ქალაქ რამადიში ტერორისტი ჯიჰადისტების მეთაურთა ბრძანების შეუსრულებლობის გამო, ,,დაეშ-მა,, საკუთარი 50-მდე მეომარი დახოცა…

,,ანადოლუ აჟანსის,, მიერ ერაყუელ სამხედრო მეთაურებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ,,დაეშის,, მეთაურებმა 50-მდე ჯიჰადისტ მეომარს მტრის ტერიტორიაზე შეღწევა და თავის აფეთქება, ანუ თვითმკვლელებად წასვლა შესთავაზეს, რაზეც უარის მიღების გამო ყველა მეომარი დაატყვევეს და ავტომატის ჯერით დაცხრილეს… დახოცილთა გვამები კი რამადის სხვადასხვა რაიონში გადაყარეს.

ერაყის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ალი დავუდმა სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ერაყის შეიარაღებულ ძალებს ქალაქი რამადი (რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელსაც ,,დაეში,, აპრილის თვიდან აკონტროლებს), მთლიანად ალყაში ჰყავთ მოქცეული და რამდენიმე დღეში ისლამისტებისაგან გაწმენდენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმარია გაიდარი: “მიშა მალე მამა გახდება”
შემდეგი სტატიასმკ-ს წევრობიდან პრემიერობამდე-გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია