როგორ გადანაწილდა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

"სახელმწიფო ენის შესახებ" კანონი მიღებულია2015 წლის 18 დეკემბერს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება, თუმცა ოლქების საზღვრები შეიცვლება. მაგალითად, დუშეთს, თიანეთსა და ყაზბეგს ერთი მაჟორიტარი ეყოლება ისევე როგორც ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში 1 მაჟორიტარული ოლქი იქმნება.

 

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
  • საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
  • სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, ბაღლოჯიანის, ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში 1.
  • ქ. თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქ. ყვარლის, შილდის, ენისელის, საბუესა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორეს, ფშაველის, ყარაჯალასა და ართანას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იქმნება 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ. გარდაბნის, ვახტანგისის, კალინინოს, ლემშვენიერას, ნაზარლოს, სართიჭალის, ქესალოს, ნორიოს და ჯანდარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის, თელეთის, კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარისა და ახალი სოფლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდა კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა, იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
  • წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს, კაპანახჩის, ქუთლიარის, კაჩაგანისა და ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის ქ. მარნეულის, ყიზილ–აჯლოს, თამარისის, წერეთლის, დამია-გეურარხის, შულავერის, შაუმიანის, წერაქვის, ხოჯორნის, ახკერპისა და ოფრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში იქმნება 1.
  • დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1.
  • კასპის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1.
  • ქარელის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანისა და შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქ. გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • გორის მუნიციპალიტეტში, გარდა ქვახვრელის, ვარიანის, შინდისის, ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, იქმნება 1.
  • ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1.
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზავრეთის, კოჩიოს, პტენას, ბარალეთისა და ჩუნჩხას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გარდა აზავრეთის, კოჩიოს, პტენას, ბარალეთისა და ჩუნჩხას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1.
  • ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3.
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის, გარდა კვახჟირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1.
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, გარდა ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1 .
  • ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1.
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომარის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1.
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანებისა და ურეკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • მარტვილის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის, გარდა ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1.
  • სენაკის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, გარდა აბასთუმნის, ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1.
  • წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1.
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება 1.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქედას მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1.
  • ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედას მუნიციპალიტეტის, გარდა მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა, საზღვრებში იქმნება 1.
banner
წინა სტატიაშიvideo-კრიშტიანუ რონალდო საკუთარი სახლის ექსკურსიას სთავაზობს თაყვანისმცემლებს
შემდეგი სტატიამომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება