სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს სხვა პრემიერიც შეასრულებს იგივე მოვალეობას

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სერგო რატიან გამოეხაურა.

“ღარიბაშვილი ასრულებდა მომსახურე პერსონალის მოვალეობას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს სხვა პრემიერიც შეასრულებს იგივე მოვალეობას . ამიტომ ვინ შეასრულებს ამ მოვალეობას ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარი არის ის რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხედავს და არ აღიარებს იმ პრობლემებს რაც არის ქვეყნის წინაშე. ეს არის უბრალოდ ცვლილება ცვლილებისთვის, ან სახის ცვლილება, რადგან ხედავენ რომ ხალხის უკმაყოფილება მზარდია“- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატურაა