დავით უსუფაშვილი: დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მომსწრე გავხდით

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველა თანამდებობის პირი გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

„დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მომსწრე გავხდით. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.მადლობა მინდა მოვახსენო მას გაწეული მუსაობისთვის, და პატვი ვცე მის, როგორც ავადვე თქვა პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას. ამადროულად, ეს საქვეყნო საქმეებია. კონსტიტუციის თანახმად, მას შემდეგ, რაც პრემიერი გადადგა, მთავრობა ითვლება გადამდგარად. კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს ავალებს, რომ მან მოვალეობის შესრულება დააკისროს ამავე პრემიერს, ამავე მინისტრებს. მათ აქვთ პარლამენტის ნდობა და ექნება მანამ, სანამ არ დამტკიცდება ახალი მინისრთა კაბინეტი“,– განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:ან იწყება დიდი სახელისუფლებო წმენდა, ან „ოცნების“ ხელისუფლება მიდის სახლში!!!
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩემი წინასწარი ვარაუდით ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ფორმირებას