პრეზიდენტი ვინ არის, გამოჩენილი იურისტია, თუ არ შეიძლება პრეზიდენტსაც მოეჩვენოს?

davit-lanchavaმანანა კობახიძის ადვოკატი, დავით ლანჩავა, პრეზიდენტის მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს იურიდიული განათლება არა აქვს და მან საქმე „შესაძლოა, არასწორად“ შეაფასა.ამის შესახებ დავით ლანჩავამ გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

„პრეზიდენტი ვინ არის, გამოჩენილი იურისტია, თუ არ შეიძლება პრეზიდენტსაც მოეჩვენოს? პრეზიდენტს აქვს ყველაზე დიდი ვალდებულება კონსტიტუციის დაცვისა და ყველაზე მეტად სწორედ მას მოეთხოვება ეს. თუ დანაშაულის ნიშნები იყო, მას ჰქონდა უფრო მეტი ბერკეტი და უფრო მეტი აქტიურობა გამოეჩინა. პროკურატურაში წარმომადგენლის გაგზავნა არ ნიშნავს ოფიციალურ მიმართვას პროკურატურისთვის. თუ არსებობდა ასეთი მაღალი თანამდებობის მიერ დანაშაულებრივი მაკვალიფიცირებელი მტკიცებულება, ის ვალდებული იყო უშიშროების საბჭოც კი მოეწვია. თუ პრეზიდენტმა ეს იცოდა და ეს დამალა, ეს უფრო დიდი დანაშაულია,“ – აცხადებს დავით ლანჩავა.
“ელემენტარული სარჩელია. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს იყო ცილისწამება,” – ეს განცხადება არჩევანში მანანა კობახიძის ადვოკატმა, დავით ლანჩავამ, გააკეთა.მისი თქმით, მანანა კობახიძესთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას არ მოითხოვს.

“სასარჩელო მოთხოვნა მარტივია, ის შეეხება ჩემი მარწმუნებლის, მანანა კობახიძის, პატივისა და ღირსების შემლახველი გამავრცელებელი ცილისწამებლური ფაქტების უარყოფას ან ამ ფაქტების დადასტურებას. ამის შემდეგ მხარეს აქვს ვალდებულება, გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, ამაზე უარი ვთქვით.

“შებოჭილი ვარ სამართლებრივი ვალდებულებებთ. იმას, რასაც სასამართლოზე ვიტყვი, აქ არ ვიტყვი. ეს არის ელემენტარული სარჩელი, ეს ჩვენი დასამტკიცებელია და ელისო კილაძეს
სანერვიულო არაფერი არ აქვს. თუ ჩვენ ვერ დავადასტურებთ, რომ ეს ცილისწამება იყო, ვერ მოვიგებთ. არგუმენტები არის ის, რაც არის მოყვანილი ქრონიკა პლიუსის სკანდალურ განცხადებაში, რომელიც გაზეთში კილაძემ გამოაქვეყნა,” – განაცხადა მანანა კობახიძის ადვოკატმა, დავით ლანჩავამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში უკრაინელ ტერორისტებს ეძებენ…
შემდეგი სტატია„ვოისის“ სცენაზე მსჯავრდებულმა პატრიარქის საგალობელი შეასრულა