თემქაზე მეზობლებმა 65 წლის ქალბატონი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მათი ინფორმაციით, სახლში შესვლისას სისხლის კვალი დახვდათ. მათივე თქმით, ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და ჰყავდა ერთი შვილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.
როგორც მეზობლები ამობებენ, გარდაცვლილი წლების განმავლობაში საბერძნეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ის საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონი ყაჩაღობის მიზნით მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.