“აწარმოე საქართველოში” პროგრამაში ჩართულ 12 ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრამეწარმეობის განვითარების სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” პროგრამაში ჩართულ 12 ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ბანკების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებში პროგრამის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია კომუნიკაციის დამყარება კერძო სექტორთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობს.
“ჩვენ ვხვდებით ბანკების ფილიალების ხელმძღვანელებს რეგიონულ მმართველებს, იმ ხალხს, რომელთაც ჩვენს მწარმოებლებთან აქვს ურთიერთობა რეგიონებში და ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელდა”, – განაცხადა ციკოლიამ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” უკვე 67 ბენეფიციარია.
“სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” უკვე 67 ბენეფიციარია რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში ახალი თუ არსებული 67 საწარმოს გაფართოება მოხდება. მინიმუმ 6 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 125 ათას დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 67 პროექტიდან თითქმის ნახევარი მოდის თბილისზე, ნახევარი – რეგიონებზე. შეხვედრაზე მოვიწვიეთ ბანკების რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელები და ვაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სიახლეებია სალიზინგო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ცვლილებებია სესხის გირაოთი უზრუნველყოფასთან მიმართებაში.
ბოჭორიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან 30%-ის ნაცვლად მოხდება სესხის უზრუნველყოფის ძირითადი საგნის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, რაც ხელმისაწვდომს გახდის ფინანსებს ახალი საწარმოს დასასრულებლად.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში მოკლულის ახლობლები პროტესტის ნიშნად ცხედრის დაკრძალვაზე უარს ამბობენ
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი კრემლში გამართულ შეხვედრას აფასებს