ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა დაევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ყურადღება გამახვილდა ამმიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას.

მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვისმადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს
შემდეგი სტატიაგაწყვეტს თუ არა უკრაინა რუსეთთან ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს?