უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კიდევ ერთ კანდიდატად ანა დოლიძე დასახელდა

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლის” ხელმძღვანელი ჭაბუკა გამცემლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ანა დოლიძეს ასახელებენ.
როგორც ჭაბუკა გამცემლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათი ორგანიზაცია მხარს უჭერს ანა დოლიძეს.
“ანა დოლიძე არის განათლებული, ღირსეული ადამიანი და ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა იქნება სწორი ნაბიჯი. პრეზიდენტს ჩვენ ამ კანდიდატურას წარვუდგენთ. ის არის ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა გაჭირვების ჟამს და გვეხმარებოდა”, – განაცხადა გამცემლიძემ.
როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, ანა დოლიძის მუშაობის დროს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყველაზე ობიექტური ორგანიზაცია იყო.
“ანა დოლიძე ამჟამად კანადაშია და ლექციებს კითხულობს. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ყველა ოჯახს, რომელიც ნაციონალურმა კადრებმა გადატეხა წელში ანა დოლიძე ეხმარებოდა”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, ანა დოლიძის კანდიდატურას 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს მხარს.
კოტე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 23 თებერვალს ეწურება ვადა.

banner
წინა სტატიაშიკოტე კუბლაშვილი: მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს
შემდეგი სტატიაკოტე კუბლაშვილი: ჩემი შემცვლელი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს