მეტრო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. როგორც “თაიმერს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება.
7 იანვარს, “ალილოს” მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
თბილისის მერიამ “ალილოს” მსვლელობისთვის ოთხი ავტობუსი გამოყო. “ალილოს” მონაწილეები შემოწირულობებს ავტობუსების საშუალებით ბავშვთა სახლებს გადასცემენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
შემდეგი სტატიაიტალიაში გარდაცვლილი ქართველი იპოვეს