ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო. მიზეზი ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბეა. სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. (თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება.)

როგორც ვხედავთ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. “გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა,” – ესაა ჩვენი პასუხი “ქართული ოცნების” კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით. დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს 10 რაიონის მონაცემებს, თუ როგორაა გაზრდილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩინოვნიკთა რაოდენობა მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე. ეს რაიონებია: გურჯაანი, ლაგოდეხი, დმანისი, ქარელი, ახალქალაქი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მარტვილი, მესტია, ონი, აგრეთვე, თიღვის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თითოეულ ამ რაიონში შეადარა მუნიციპალური საწარმოებისა და აიპ-ების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა და მათ ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლისა და დღევანდელი მონაცემებით. სურათი კატასტროფულია: შესწავლილ 11 რაიონში ჩინოვნიკთა (აიპების თანამშრომლები) რაოდენობა 2,832-დან 3,858-მდე გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურება გაორმაგდა: 7 მლნ-დან 14 მლნ ლარამდე. თავად აიპების რაოდენობამ 95 დან 118-მდე მოიმატა. დღეს წარმოდგენილი რაიონები მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 15%-ია და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე ჩინოვნიკთა ზრდის მასშტაბი მთელს ქვეყანაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბიუროკრატიისა ზრდისა და მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე

banner
წინა სტატიაშიევროპის სპეცსამსახური დიდ ბრიტანეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში