6 ქალაქიდან 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში ყველა უბნის ოქმები დათვალა.

მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართა.

5 მათგანში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა, ოზურგეთში კი გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ მოიპოვა.

საბოლოო შედეგები ასეთია:

ქუთაისი – ქართული ოცნება, გიორგი ჭიღვარია – 87,55%; ენმ, გრიგოლ ვაშაძე – 12,45.
ყაზბეგი – ქართული ოცნება, ალექსანდრე ზაგაშვილი – 68,65%, ბლოკი კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე – სანდრო ჟამარაული – 31,35%;
ხაშური – ქართული ოცნება, გიორგი გურასპაშვილი – 61,31%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე – 38,69%;
ბორჯომი – ქართული ოცნება, ლევან ლიპარტია – 55,22%, პატრიოტთა ალიანსი, ზაზა ჩაჩანიძე – 44,78%;
ოზურგეთი, ქართული ოცნება, ბეგლარ სიორიძე – 49,89%, კოტე შარაშენიძე – 50,11%;
მარტვილი – ქართული ოცნება, ალექსანდრე გრიგალავა – 93,04%, ენმ, მამუკა დანელია – 6,69%.

banner
წინა სტატიაშიყველა უბანი დათვლილია-წინასწარი მონაცემებით შარაშენიძემ სიორიძეს 79 ხმით მოუგო
შემდეგი სტატია„სამთავრობო ცვლილებები, ეს არის მხოლოდ ფორმალობა“ – სალომე სამადაშვილი