6 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისად, გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს ხიდის ქუჩაზე, გაივლის ზაარბრიუკენის მოედანს, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძე პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატია,,აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამოძახებები აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო, თუმცა არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა”