6 კილოგრამი კოკაინის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით – 6,295 კგ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ბულგარეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც ნარკოტიკი საქართველოში ნინოწმინდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოჰქონდათ.

ეს ინფორმაცია პირველად გუშინ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაახმოვანა, დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ირკვევა, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურის თანამშრომელი თანხის გამოძალვისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრი – “ბოევიკებმა” დასახლებულ პუნქტებს “გრადის” სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი