„591-ზე იწყება ეს ნომერი“ – ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროებს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება 591 ინდექსზე არსებული ნომრიდან შევიდა. ამის შესახებ ელისაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მან დოკუმენტიც წარმოადგინა, რომელიც, მისივე თქმით, მობილური ოპერატორისგან მიღებულ ამონაწერს წარმოადგენს.

ელისაშვილის თქმით, 4 მოკლე ტექსტური შეტყობინება მის ტელეფონზე 2014 წლის 30 აპრილს შევიდა და აღნიშნული გზავნილები პრეზიდენტს და ადმინისტრაციის უფროსსაც აჩვენა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტს პროკურატურაშიც წარადგენს.

https://youtu.be/JGFl51B9SWU

banner
წინა სტატიაშიბესელიამ ცოტნე ბაკურიას პოლიტპატიმართა სტატუსი შესთავაზა და ფინანსური დახმარება სთხოვა
შემდეგი სტატიაFinancial Times-ი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკების ანაზღაურებაზე წერს