59 წლის გორელმა მამაკაცმა შსს იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა, 1957 წელს
დაბადებულმა ა. ა.-მ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სულ ჩაბარებულია: „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, მსხვრევადი
ხელყუმბარისთვის განკუთვნილი 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის
ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 40 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის
დასკვნით, წარმოდგენილი საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.

banner
წინა სტატიაში“ბიუროზე მისვლის პრობლემა არა გვაქვს”- გიორგი ვოლსკი
შემდეგი სტატიალაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია – ქართველი ძალოსნების ტრიუმფი რიოში