გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

მხარეებმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარების კუთხით.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა საუბრისას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მომავალ თანამშრომლობას.

გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ვალდებულებაა და არა “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის”
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:პასუხი ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს და არა ერთმანეთი ვჟლიტოთ!