არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 3, 2015 16:33

არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო

მნიშვნელოვანი

  • არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო. ეს არც აქამდე გამიკეთებია. საბოლოოდ, ჯამში ეს ყველაფერი არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. რა პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, ამის უფლება პრეზიდენტს აქვს, თუმცა ასევე უფლება ჰქონდა, რომ ამის გარეშე თავად საკუთარი ადმინისტრაციის დახმარებით შეერჩია ერთ-ერთი კანდიდატი. ასე, რომ უნდა დაველოდოთ, ვადები განსაზღვრული არსად არ არის

სხვა სტატიები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით ვადები შეზღუდული არ აქვს.
როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არც ერთ კანდიდატურაზე შეფასებას არ აკეთებს.
“არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო. ეს არც აქამდე გამიკეთებია. საბოლოოდ, ჯამში ეს ყველაფერი არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. რა პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, ამის უფლება პრეზიდენტს აქვს, თუმცა ასევე უფლება ჰქონდა, რომ ამის გარეშე თავად საკუთარი ადმინისტრაციის დახმარებით შეერჩია ერთ-ერთი კანდიდატი. ასე, რომ უნდა დაველოდოთ, ვადები განსაზღვრული არსად არ არის. მას შეუძლია დაასახელოს კანდიდატი როგორც ახლა, ასევე ერთი თვის შემდეგ, ან ორი თვის შემდეგ. ანუ არსად ეს ვადები არ წერია, თუმცა, ბუნებრივია, რომ უკეთესია დაასახელოს იმ დროს, როდესაც არ იქნება დიდი წყვეტა ჩემს უფლებამოსილებას და ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილებას შორის”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მას რაიმე ინიციატივა და საკუთარ კანდიდატურას წარუდგენს თუ არა პრეზიდენტს, კუბლაშვილი აცხადებს, რომ მას ინიციატივა არ აქვს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 3, 2015 16:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics