51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება – გიგაური

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობასთან დაკავშრებით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება- აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

“ჯერ დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გვინდა, დავინახოთ სრული სურათი გამოიკვეთოს თითოეული პირის მონაწილეობა, მათი ბრალეულობა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას და განხილვას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, დირექტორები იქნება მანდატურები თუ სხვა პირების მიმართ“, -განაცხადა ლია გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ჭკადუა: ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს
შემდეგი სტატია13 წელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის – თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი