500$ შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგის გველის შხამის შესაძენად მისცა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, განცხადებით, შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირველად 500$ გველის შხამის შესაძენად მისცა, რადგან ფეხზე ტრავმა ჰქონდა და მასალა მალამოს დასამზადებლად სჭირდებოდა.

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მამა გიორგი საერთაშორისო პარტნიორებთან გველის შხამის შეძენის თაობაზე კითხვების დასმის დროს ყოველთვის უთითებდა მიზეზს, თუ რისთვის სჭირდებოდა ის.

„როდესაც მამა გიორგიმ მიმართავს სხვადასხვა ქვეყანაში თავის პარტნიორებს, იქ პირდაპირ უთითებს, რომ გველის შხამი მჭირდება და როგორ შემიძლია, შემოვიტანო და რა ჯდება. პირველი, რაც სთხოვა შორენა თეთრუაშვილმა გველის შხამის შეძენა, იმას ყოველთვის აყოლებდა, რისთვის რა სჭირდებოდა. მაშინ ტრავმა ჰქონდა ქალბატონ შორენას ფეხზე და, თურმე, შეიძლებოდა, მას დაემზადებინა ტკივილგამაყუჩებელი მალამო, რომლის გამოყენებაც მას სურდა. შესაბამისად, მამა გიორგიმ, როდესაც მიმართა პარტნიორებს, მაშინ ოფიციალური პასუხი მოვიდა, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეძენა. როდესაც ეს ინფორმაცია მამა გიორგი მიაწოდა ქალბატონ შორენას, მან განუცხადა, რომ შხამი საჭირო აღარ იყო,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, რეალურად პროკურატურამ გველის შხამი ციანიდად „მონათლა“.

ის ასევე განმარტავს, რომ მოწმე, რომელიც პროკურატურამ დაკითხა, ციანიდზე საუბრობს და ამბობს, რომ გველის შხამი და ციანიდი ერთი და იგივე ეგონა.

banner
წინა სტატიაში”პროკურატურა ირაკლი მამალაძეს, ნანა კაკაბაძესა და ედიშერ ქარჩავას გასაჭირში იყენებს”
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო