500 ლარიანი ჯარიმა მარიხუანას მოხმარებისთვის – საკონსტიტუციო სასამართლო “გირჩის” სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გირჩის სარჩელს განიხილავს – საქმე ეხება მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას.

პოზიტიური მოლოდინები აქვს ზურაბ ჯაფარიძეს. ამჟამად ადმინისტრაციული სასჯელი მარიხუანას მოხმარებისთვის 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი გასული წლის 30 ნოემბერს დაუჭირა. პროცესი ბათუმში 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.

„ამ პროცესს ნახევარიწ ელია ველოდები, ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაიზიროს იგივე ლოგიკა…უნდა დააკმაყოფილოს ჩემი სარჩელი და გააუქმოს 500 ლარიანი ჯარიმა მარიხუანას მოხმარებაზე“-ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველს და საპარლამენტო მდივანს შეხვდება
შემდეგი სტატიალომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს