,,5 წლის ბავშვი მანქანაში იყო გარდაცვლილი, მამა კი სადარბაზოში ეგდო“

5 წლის ბავშვი და მის მამის 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკველობასთან დაკავშირებით მეზობლბს საკუთარი ვერსიები აქვთ. გარდაცვლილი ბავშვის დეიდა აცხადებს, რომ მან წინა დღით ნახა ბავშვიც და დედაც და რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. თუმცა მეზობლები ვარაუდობენ, რომ მკვლეობა გარდაცვლილების საცხოვრებელ სახლშია მომხდარი, ხოლო ცხედრები შემთხვევის შემდეგ სადარბაზოშია გატანილი.
მეზობლები გარდაცვლილ მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მათ მომხდარზე მას შემდეგ გაიგეს, როცა სადარბაზოდან ხმაური შემოესმათ. ,,წივილ-კივილზე გამოვედით გარეთ, ვნახეთ, რომ ბიჭი აქ ეგდო და ბავშვი კიდევ თავიანთ მანქანაში იყო. როგორც მიცით მეუღლე ჰყავთ დაკითხვაზე… მტერი არ ყოლიათ არავინ. ხმაური მაშინ გავიგეთ, როცა დედამისი ყვიროდა. გარეთ რომ გავედით იქ ვნახეთ დახოცილები“ – აცხადებენ მეზობლები რუსთავი 2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში ფერაძის ქუჩაზე მოხდა, მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი – გაგუდულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატია“ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული კრიტიკაა,”- გვენეტაძე მოსამართლეების არჩევის პროცესზე საუბრობს