5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობით ხობის რაიონი ლიდერობს

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობით ხობის რაიონი ლიდერობს. სადაც საკუთარი არჩევანი 44 %-ზე მეტმა ამომრჩეველმა გამოხატა. ყველაზე დაბალი მაცვენებელი კი დმანისში იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძემ 5 საათის მონაცემების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცესკო-ს ინფორმაციით პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და სერიოზული შინაარსის დარღვევებს ადგილი არ ქონია.

“ამ დროისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა 28,1 % მიიღო მონაწილეობა. მარტვილში 33,2 %, დმანისში ამომრჩევლის 26,7 %, ვანში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40,4 %, ხოლო ხობში მონაწილეობა მიღო ამომრჩევლების 44,4 %. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა სულ 9 საჩივარი. აქედან მარტვილის საარჩევნო ოლქში 6, ხოლო საგარეჯოში 3 საჩივარია შესული. ორ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას 3 შემთხვევაში ერთიდაიგივე საკითხთან დაკავშირებით აქვს საცივარი წარდგენილი რაც პროცედურულ ხარვეზს ეხება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში,,რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს კითხოთ”
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა