,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ისანში მოსახლეობას შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ლიდერები ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე ისანში ჟონეთის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

,,ვიყავი სოციალურად დაუცველი, არავინ ოჯახში არ მუშაობს და შემოსავალი არ გვაქვს, ეს მთავრობა რომ მოვიდა, ჩამოუარეს და ვინც არ მოეწონათ დახმარება შეუწყვიტეს, რაღაც გაურკვეველი მიზეზი დამიწერეს“ – აცხადებს ერთ-ერთი მოსახლე.
,,მობრძანდეს ბატონი სერგეენკო და ამ ხალხს ესაუბროს და ნახავს, რომ ეს რეალობაა და არ არის ეს ხალხი მოგონილი“ – აცხადებს ნიკა მელია.

,,ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომ მოსახლეობას სოციალური პრობლემები მოუგვარდეს“ – განაცხადა საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ

მოსახლეობა ოპოზიციის ლიდერებს დახმარებას სთხოვს, რათა უშუამდგომლონ შესაბამის ორგანოებთან, რომ აღუდგინონ დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზე
შემდეგი სტატიაზუგდიდში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა+ფოტო