მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. როგორც “თაიმერს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მტკვარზე განხორციელებული პატრულირების შედეგად, დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბრაკონიერების ორი ჯგუფი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები თევზაობდნენ კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით – ელექტროშოკური აპარატით.
ბრაკონიერებს მოპოვებული ჰქონდათ 60კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.

banner
წინა სტატიაშისტუდენტური საერთო საცხოვრებელი უნივერსალური დიზაინით მოეწყობა
შემდეგი სტატიამირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტი დარგის სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ განიხილეს