42% საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად აფასებს- NDI კვლევა

მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა: 48 პროცენტი ამბობს, რომ კარგი იყო, 42 პროცენტი კი – ცუდი. NDI-ს განცხადებით მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ უფროსი ასაკის ადამიანები, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონენი და ისინიც ვინც ნაკლებად ხედავენ უვიზო მიმოსვლის სარგებელს საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევდნენ. მეტიც, დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას და არ აღიარებენ რუსული პროპაგანდის არსებობას, ასევე, არ მიესალმებიან საბჭოთა კავშირის დაშლას

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 84 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია – NDI
შემდეგი სტატია(Video) “იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, ბარემ დიპლომი მომეცი“ – მარგველაშვილი კობახიძეს