42 მილიონიანი ჯეკპოტი სათამაშო აპარატის შეცდომად აღიარეს

unnamed (3)ამერიკულმა სასამართლომ 90 წლის ილინოისის მკვიდრს, რომელმაც საათამაშო აპარატით 41,8 მილიონი დოლარი მოიგო, თანხის გადახდაზე უარი განუცხადა.
პოლინ მაკკმა, რომელიც კაზინოში Miss Kitty-ს თამაშობდა, 185 კრედიტი დააგროვა, რაც 1, 85 დოლარს უდრის, თუმცაღა ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ მან დამატებით 41 797 550,16 დოლარი მიიღო ბონუსად.
კაზინომ ბონუსის გადახდაზე უარი თქვა და მომხდარი აპარატის კომპიუტერის ხარვეზს დააბრალა.
პოლინ მაკმა სასამართლოს მიმართა, თუმცა აიოვას შტატის უმაღლესმა სასამართლომ მისი ბრალდება უსაფუძვლოდ სცნო.
„ეჭვი გამიჩნდა მოგებაზე, რადგან ეს ძალიან დიდი ფულია ცენტრის აპარატისთვის“ – განაცხადა პოლინმა Chicago Tribune-თან საუბარში . “იმედი მქონდა, ჩემს შვილებს დავეხმარებოდი, მაგრამ არაფრი გამვიდა“ – თქვა მან გაზეთთან საუბარში.
კაზინომ განაცხადა, რომ ეკრანზე გამოსახული წესები გარკვევით აღწერს, რომ ხარვეზის დროს ყველანაირი მოგება ანულირდება.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ აპარატი 10 დოლარიან ბონუსზე იყო დაპროგრამებული და არ იციან, როგორ შეიძლებოდა აპარატს მილიონიანი ბონუსი დაეანონსებინა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო – უკრაინაში შესაძლოა ომი, ნებისმიერ დროს დაიწყოს