400 ლარს გადაუხდიდნენ სირიაში ჩემი წაყვანის სანაცვლოდ, დედამ კი 600 ლარი მოითხოვა

პანკისის ხეობაში, სოფელ დუმასტურში მცხოვრები 19 წლის გიორგი ბორჩაშვილი, რომლის უფროსი ძმა უკვე იბრძვის სირიაში, ISIS-ის არმიის რიგებში, ამტკიცებს, რომ სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დედ-მამამ სახლიდან გამოაგდო.

“პოსტსკრიპტუმთან“ ექსკლუზიურ, სკანდალურ ინტერვიუში ბორჩაშვილი ამბობს, რომ მასთან ჩეჩენი ეროვნების პირები რამდენჯერმე მივიდნენ და სირიაში წასვლა შესთავაზეს, მისი უარის შემდეგ კი მოკვლით დაემუქრნენ: „ისინი მე მდევნიან, დღესაც დამიბარეს, ჩემთან საუბრის შემდეგ დედაჩემთან იყვნენ მისული და უთხრეს, რომ 400 ლარს გადაუხდიდნენ სირიაში ჩემი წაყვანის სანაცვლოდ, დედამ კი 600 ლარი მოითხოვა“, – ამბობს ბორჩოშვილი.

მისივე თქმით, ამ ადამიანებისგან თავის დახსნის მიზნით უარი თქვა მუსულმანობაზე და ქრისტიანად მოინათლა, რის შემდეგაც სახლიდან გააგდეს: „მამა ცულით გამომეკიდა მოსაკლავად“, – ამბობს ბიჭი.

„რუსთავი-2“-მა ინტერვიუ ბორჩაშვილის დედასთანაც ჩაწერა, რომელიც ჰყვება, რომ მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და თბილისში, მისთვის უცნობ შენობაში შვილთან შეახვედრეს. დედა ამბობს, რომ მის შვილს ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

თავად ბორჩოშვილი კი ამბობს, რომ მუქარისა და მის წინაშე მდგარი სხვა საფრთხეების შესახებ უკვე შეატყობინა სამართალდამცველებს.

banner
წინა სტატიაშინორვეგია როგოზინის შპიცბერგენზე ვიზიტით აღშფოთებულია
შემდეგი სტატიადაღუპული ბიჭის მშობლები ცარნაევის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგები არიან