,,40 მილიონ ევროდ შეძენილი 2-სართულიანი მატარებელი არცერთ გვირაბში არ ეტევა“ – ვაშაძის პარტია საქართველოს რკინიგზას აკრიტიკებს

”საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილ “Stadler”-ის ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლებისთვის დეპო მზად არ არის და ის არცერთ გვირაბში არ ეტევა – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

”როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ”საქართველოს რკინიგზამ”, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და ავანსის თანხა გადარიცხა, დაიწყეს იმის კვლევა თუ რამდენად შეძლებდა მატარებელი წიფის გვირაბში გავლას, ამისათვის აეგო სპეციალური მაკეტი და დადგინდა შემდეგი: როგორც რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებს და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს; აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას; 2016 წლის 9 ივნისს, შ.პ.ს. „კანო“-სთან დადებული ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ურეკის ვაგზალზე ბაქანის რეკონსტრუქცია, რათა მგზავრმა შეძლოს მატარებლიდან ჩამოსვლა. მთელი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ”საქართველოს რკინიგზამ”, აღნიშნული მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მატარებლები დამზადებული იყო „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან მგზავრების მოსკოვის ცენტრამდე ტრანსპორტირებისთვის, რუსეთმა ვეღარ შეძლო საჭირო თანხის გადახდა და დამზადებული 8 მატარებლიდან 4 საქართველომ წამოიყვანა, ხოლო 4 აზერბაიჯანმა”- განაცხადა კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლო “რუსთავი 2″თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე თავისი სასამართლო პროცესის დახურვის მომხრე არ არის