,,4 წლის განმავლობაში საქართველოში ფაქტობრივად მოხდება C ჰეპატიტის დაავადების აღმოფხვრა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღეს „ საქართველოში C ჰეპატიტის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“ უნდა დაამტკიცოს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩინეს.

„ათასობით ოჯახი ასევე ვიხსენით სიღატაკისგან. ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ ინფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% უნდა გვყავდეს განკურნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობაა გადაუხადა ყველა პარტნიორს, გლობალურ ფონდს და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე სამთავრობო გუნდს, დავით სერგენკოოს ხელმძღვანელობით.

„4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მოხდება ამ დაავადების აღმოფხვრა საქართველოში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება