4 წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პოლიტიკური პროცესები

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

მიხეილ სააკაშვილი იმ შეცდომებზე საუბრობს, რომელმაც მის გუნდს 2012 წელს არჩევნები წააგებინა. მისი თქმით, ოპოზიციაში ყოფნის 4 წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პოლიტიკური პროცესები.   საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, რეფორმებისა და მშენებლობის მასშტაბური ტემპების გამო ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და მათთვის სათანადოდ ახსნა, თუ რას ემსახურებოდა ესა თუ ის რეფორმა ან სახელმწიფო პროექტი.  სააკაშვილის აზრით, განახლებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი სათანადოდ უნდა აუხსნას მოსახლეობას და ეს ასეც იქნება.  "ბათუმში ჩვენი მთავარი შეცდომა, ჩვენი მთავარი ჩავარდნა იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ იგრძნო თავი ამ ყველაფრის ნაწილად, მართლა ჩაზნექილი სკამები კი არ ენატრებოდათ, ენატრებოდათ ის, რომ მათი წარმოდგენით, მათი აზრი უფრო მნიშვენლოვანი იყო. ამიტომ ხალხის გამტყუნება აქ არ შეიძლება, უბრალოდ მათ ვერ იგრძნეს თავი ამის ნაწილად, მატ უბრალოდ ვუხსნიდით, რომ აი, ეხლა აქ ცხვირწინ აგიშენებთ 50-სართულიან ცათამბჯენს. ცხვირწინ დავუყენეთ შადრევანი, გარშემო ავუშენეთ კორპუსები და ვეუბნებით, მოგვეცი ხმა. ამიტომ წამოვიდა, ეს რომ თავისთვის აიშენა სააკაშვილმაო. ჯერ ერთი მე არ ავიშენე, ლევანმა და მისმა დიდმა ჯგუფმა ააშენეს, მეორეც - ამ ხალხის აზრი და გულისტკივილი არის გასათვალისწინებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით, მაგრამ ასევე ბევრად უფრო ხალხის ჩართულობის მეთოდებით დავბრუნდეთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ", - განაცხადა სააკაშვილმა "პოსტკრიპტუმისთვის" მიცემულ ინტერვიუშიმიხეილ სააკაშვილი იმ შეცდომებზე საუბრობს, რომელმაც მის გუნდს 2012 წელს არჩევნები წააგებინა. მისი თქმით, ოპოზიციაში ყოფნის 4 წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პოლიტიკური პროცესები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, რეფორმებისა და მშენებლობის მასშტაბური ტემპების გამო ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და მათთვის სათანადოდ ახსნა, თუ რას ემსახურებოდა ესა თუ ის რეფორმა ან სახელმწიფო პროექტი.

სააკაშვილის აზრით, განახლებულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი სათანადოდ უნდა აუხსნას მოსახლეობას და ეს ასეც იქნება.

“ბათუმში ჩვენი მთავარი შეცდომა, ჩვენი მთავარი ჩავარდნა იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ იგრძნო თავი ამ ყველაფრის ნაწილად, მართლა ჩაზნექილი სკამები კი არ ენატრებოდათ, ენატრებოდათ ის, რომ მათი წარმოდგენით, მათი აზრი უფრო მნიშვენლოვანი იყო. ამიტომ ხალხის გამტყუნება აქ არ შეიძლება, უბრალოდ მათ ვერ იგრძნეს თავი ამის ნაწილად, მატ უბრალოდ ვუხსნიდით, რომ აი, ეხლა აქ ცხვირწინ აგიშენებთ 50-სართულიან ცათამბჯენს. ცხვირწინ დავუყენეთ შადრევანი, გარშემო ავუშენეთ კორპუსები და ვეუბნებით, მოგვეცი ხმა. ამიტომ წამოვიდა, ეს რომ თავისთვის აიშენა სააკაშვილმაო. ჯერ ერთი მე არ ავიშენე, ლევანმა და მისმა დიდმა ჯგუფმა ააშენეს, მეორეც – ამ ხალხის აზრი და გულისტკივილი არის გასათვალისწინებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით, მაგრამ ასევე ბევრად უფრო ხალხის ჩართულობის მეთოდებით დავბრუნდეთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა “პოსტკრიპტუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე პოლიტაკაში ბრუნდება
შემდეგი სტატიაანრი ჯოხაძე:თუ ვინმეს დაგჭირდათ ჰიმნის შესრულება, არ დაგზარდებით