უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე 4 წლამდე ასაკის ბავშვი ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.
თვითმხილვლების ინფორმაციით, ბავშვი მიწაზე დავარდნის შემდეგ ცოცხალი იყო. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა პატარა გზაში გარდაიცვალა
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.