“4 დაღუპულია, 7-8 – დაშავებული” – თბილისის მერი, დავით ნარმანია

დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე შტაბში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

თბილისის მერის ინფორმაციით, გლდანში აფეთქების დროს 4 ადამიანი დაიღუპა, 8 ადამიანი კი დაშავდა.

განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, შემთხვევის ადგილზე გააკეთა.

„საკმაოდ ძლიერი აფეთქება მოხდა. დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებული კი 7-8. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ადგილზე გამოძახებული იქნა დამატებით ტექნიკა. კონსტრუქტორებმა უნდა შეაფასონ კორპუსის მდგრადობა, რათა დამატებით მსხვერპლი არ მივიღოთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგლდანში აფეთქების დროს დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა