4 აპრილს დედამიწას სისხლიანი მთვარე ელოდება

 

28612413ამ მოვლენას, რომელიც 2014-15 წლებში ,,ტეტრადის,, (ოთხეულის) სახით მოხდება დედამიწაზე (15.04.2014/10.08.2014/04.04.2015/28.09.2015), უხსოვარი დროიდან არასასურველ მოვლენებს უკავშირებენ და მას ,,სისხლიან მთვარეს,, ეძახიან… ასტროლოგების ენაზე კი ეს მთვარის დაბნელებაა… დედამიწის ჩრდილი დაფარავს მთვარეს და შედეგად ის კი არ გაქრება, არამედ სისხლისფერ შეფერილობას მიიღებს.

4 აპრილს მოსალოდნელი ეს მოვლენა, როგორც წარმართულ პერიოდში, ასევე ქრისტინული და მუსულმანური რელიგიის დამკვიდრების შემდეგ ავისმომასწავებლად ითვლება. ასტროლოგობიც ხშირ შემთხვევაში მთვარის დაბნელების პერიოდში, მიწისძვრებისა და სხვა არასასურველი მოვლენების დიდ ალბათობას წინასწარმეტყველებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტეტრადები გასული 5000 წლის განმავლობაში სულ 142-ჯერ მოხდა და ეს მოვლენები ხშირად მართლაც კაცობრიობისათვის არასასურველ მოვლენებს ემთხვეოდა… განსაკუთრებით მაშინ თუ ეს დღეები, ისევე როგორც 2014-15 წლებში, ებრაული პასექისა და სუკოტის დღესასწაულებზე მოდიოდა.

სანახაობრივად კი, მთვარის დაბნელება მართლაც უჩვეულო და ლამაზი სანახავია, რომლის გამოც ტურისტები შორეულ ქვეყნებში გამგზავრებასაც კი არ თაკილობენ. მთვარე დაბნელების დროს წითელ და სტაფილოსფერ შეფერილობას ღებულობს, რადგან ამ დროს მთვარეზე  მზის სხივები მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროს გავლით ხვდება.

4 აპრილს, ამ მოვლენას   მკვეთრად შეამჩნევენ შუა აზიის, ავსტრალიის ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიდან… ხოლო საქართველოში მთვარე ამ დღეს ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო მოწითალო ფერის იქნება.

ამ ტეტრადის ბოლო მთვარის დაბნელება, წლეულს 28 სექტემბერს მოხდება… ხოლო შემდგომ ეს მოვლენა დედამიწაზე 2032-33 წლებში განმეორდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს არასოდეს მოუმართავს რაიმე ინიციატივით – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიასტამბულის შავი დღეები გრძელდება