4 ამერიკელს ერაყში ჩადენილი დანაშაულისთვის 30 წელი მიესაჯა

ვაშინგტონში კერძო დაცვის კომპანია Blackwater-ის ოთხ თანამშრომელს 2007 წელს ერაყში ჩადენილი დანაშაულისთვის მიესაჯათ.
ნიკლას სლატენს, რომელმაც დანაშაული აღიარა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. პოლ სლაის, ევან ლიბერტის და დასტინ ჰიორდს, რომელთაც განზრახ თავდასხმასა და იარაღის უკანონო გამოყენებაში ედებათ ბრალი, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2007 წლის 16 სექტემბერს, როცა Blackwater-ი გზას წმენდდა მანქანებისთვის, რომლითაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ, მათ მოედანზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა რიცხვი 14-ზე მეტია, დაიჭრა 17-ზე მეტი ადამიანი.
მომხდარმა უდიდესი რეზონანსი გამიწვია ერაყში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში. აშშ-ს ადმინისტრაციამ Blackwater-თან კონტრაქტი შეწყვიტა და ლიცენზიაც ჩამოართვა. კომპანიამ მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა სახელი. ახლა Academi ქვია და 20 ათასზე მეტი თანამშრომელი ყავს.
ვაშინგტონის სასამართლოში Blackwater-ის საქმის განხილვა მთელი დღე გრძელდებოდა. ბრადებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი თქმით, მათ მიერ გახსნილი ცეცხლი საპასუხო იყო.
თუმცა, პროკურატურამ შეძლო წარმოედგინა საწინააღმდეგო მტკიცებულებები.
მოსმენებზე ათობით დაზარალებული გამოვიდა. ისინი ერაყიდან სპეციალურად ამ დღისთვის იყვნენ მოწვეულები. „რითი განსხვავდებიან ეს ადამიანები ტერორისტებისგან?“ – კითხულობს მუჰამედ კინანი რაზზაკი, რომლის 9 წლის შვილი ემსხვერპლა 2007 წლის 16 სექტემბრის Blackwater-ის მიერ გახსნილ ცეცხლს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა სერიოზულმა ნაწილმა ქართული ენა სათანადოდ არ იცის
შემდეგი სტატიათვითმფრინავის საბარგულში ჩაძინებული მტვირთავის გამო საგანგებო დაშვება განხორციელდა