მე ვოცნებობ საქართველოზე, სადაც რესპუბლიკური სექტის ბურდღა აღარ იქნება

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:

მალხაზ პატარაია დააკავესრუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევას და მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:
“თინა ხიდაშელი შეხვდა პრეზიდენტს საფრანგეთიდან შეძენილი თავდაცვითი სისტემების მნიშვნელობის განსამარტავად და თანაც აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმოებაა და საჯაროდ ამაზე ვერ ილაპარაკებს. ამ საუბარს ესწრებოდა მისი თანაპარტიელი ივლიანე ხაინდრავაც, რომელიც რატომღაც პრეზიდენტის-უმაღლესი მთავარსარდლის ადმინისტრაციაში არის მოკალათებული. ვისგან არის საიდუმლო ეს ამბავი. რაც კრემლოიდმა რესპუბლიკელებმა იციან, დაწვრილები ეცოდინება რუსეთს და არა მარტო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ვის ატყუებენ ეს თაღლითები? რატომ იტყუებს თავს პრეზიდენტი?
იმავდროულად მათი თანაპარტიელი პაატა ზაქარეიშვილი ისევ გულმოდგინედ უკირკიტებს ოკუპაციის კანონს და ახალ ავადმყოფურ კაზუისტიკაში გადაიჭრა. თურმე, რასაც რუსები აკეთებენ ლეგიტიმურია ამ კანონის საფუძველზე და ამ კანონის გამო ოკუპირებულ ტერიტირიებზე არაფერი გვესაქმება. ძნელია სერიოზულად უპასუხო ამ ბოდვებს.
ოკუპაციის კანონი ადგენს რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმს და ამ ტერიტორიების დეოკუპაციიისაკენ არის მიმართული. კანონი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით ზედმიწევნით კარგად არის შედგენილი. ემყარება საერთაშორისო სამართლისა პრინციპებს და ევროპის სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებს ცნობილი ქრესთომატიულ საქმეებზე.
რა ვერ გაიგო ზაქარეიშვილმა? კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ოკუპანტის ყოფნა ამ ტერიტორიაზე არის უკანონო, შესაბამისად, ყველა ბანერი, მავთულხლართი, რუსეთის ჯარი, ადგილობრივი მარიონეტული ადმინისტრაციაც,-ყველაფერი ეს უკანონოა. ეს განუყოფელი საქართველო ტერიტორიებია და უნდა დავიბრუნოთ. ხოლო იქ თუ ვინმეს რაიმე ესაქმება, სწორედ საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერია. ეს არის ამ კანონის დებულებები სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, მისი არსი და სულისკვეთება. სწორედ ეს არ აწყობს რუს ზაქარეიშვილს. ის ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობაზე და რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობს ისევე, როგორც მთელი მისი რესპუბლიკური ხროვა.
მე კიდევ ვოცნებობ საქართველოზე, სადაც რესპუბლიკური სექტის ბურდღა აღარ იქნება”–წერს ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი: „ეს რა მარაზმი და მაიმუნობაა?!“
შემდეგი სტატიალაშა ტუღუში კონფლიქტის ზონაში მიწის რეგისტრაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს