35 წლის მამაკაცი დაშავდა საკუთარ ავტომობილში გაჟონილი აირის შედეგად

35 წლის მამაკაცი დაშავდა საკუთარ ავტომობილში გაჟონილი აირის შედეგად. შემთხვევა რუსთავში გაზ გასამართ სადგურ ,,იტალია გაზთთან“ მოხდა. როგორც თვითმხილველები tv ქვემო ქართლთან საუბარში ყვებიან დაშავებულმა ნისან ვოქსის მარკის მინივენში სიგარეტს მოუკიდა რამაც აფეთქება გამოიწვია. ავტომანქანა გაზზე მუშაობს და თვითმხილველები ვარაუდობენ რომ აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და პოლიციის ბრიგადები. დაშავებული თავდაპირველად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საავადმყოფოში კატასტროფის ბრიგადას ელოდებინა და პაციენტს თბილისში ვაკის დამწვრობის ცენტრში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
მორიგე ექიმის ნათია მაზანაშილის ინფორმაციით პაციენტს მეორე , მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. დამწვარი აქვს სახე, კისერი და გულმკერდი. მდგომარეობა მძიმეა და დაშავებული შოკუ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა მკურნალი ექიმის თქმით მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება შესაძლებელია.

banner
წინა სტატიაშითბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა
შემდეგი სტატიამთაწმინდის პარკთან “ჰასკი ჯგუფის“ მიერ მოტო-ტრეკი მოეწყო