ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი, სასამართლო სისტემაში კორუფციის საფრთხეებზე გადაცემა არჩევანში საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში ასეთი ფაქტების არსებობა გამორიცხული არ არის.

“არ გამიკვირდება ეს ამბავი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი კორუფციული გარიგებებზე. მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ავირჩიეთ ნინო გევნეტაძე, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთი მთავარი ქომაგი იყო კორუფციისა. თავად ასეთი თავმჯდომარის არჩევაა გზავნილი იმისა, რომ კორუფციული ფაქტები დაშვებულია. მწვანე შუქი არსებობს ასეთი კორუფციას დღეს,” – აცხადებს აკო მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშისომხეთში ვითარება იძაბება
შემდეგი სტატიაპენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების განთავსება დაასასტურა