31 დეკემბერს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 31 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.

რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი თელავში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
შემდეგი სტატიაწყლის კომპანიები მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით აბონენტებს აფრთხილებენ