31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილი იქნება

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით გაახსნილონ, – ამის შესახებ უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა, რომ მრევლის ნაწილს სურვილი აქვს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს, რაც მისი თქმით შესაძლებელია. “მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა, – აღნიშნა ილია მეორემ. სამების საკათედრო ტაძარში კი წირვა ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12 საათის შემდეგ – საშობაო ლიტურგია.

banner
წინა სტატიაშიფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასტამბულის აეროპორტის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს