31 აგვისტოს უკრაინაში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყება

31 აგვისტოს უკრაინაში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყება

31 აგვისტოს უკრაინაში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყება«Sea Breeze-2015»-ის მიზანი სხვადასხვა ძალების ურთიერთქმედება, დაგეგმვა და საერთაშორისო ოპერაციების ჩატარებაა. «Sea Breeze-2015»-ის ყველაზე მასშტაბური სწავლებები 31 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
სწავლებებში სხვადასხვა ქვეყნის 2,500 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, აქედან უკრაინიდან – 1000 სამხედრეო მოსამსახურე. უკრაინა სწავლებებზე ასევე აგზავნის 9 გემს, 8 თვითმფრინავს და ვეტმფრენს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური 10 საპატრულო კატერს გააგზავნის.

აშშ საწვრთნელად 1000 სამხედრო მოსამსახურეს უშვებს საომარი ტექნიკით, ასევე 5 გემს, 2 წყალქვეშა გემს, 6 თვითმფრინავს და ვეტმფრენს.

ნატოს სხვა წევრი ქვეყნები წვრთნებში 500 მონაწილეს აგზავნიან.
სწავლებები შავი ზღვის აკვადორიაში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პრემიერი პირველად გახდა ქალი
შემდეგი სტატიაევროპაში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა